„ურჩიე შენი საყვარელი წიგნი მეგობარს“ - თბილისის N178  სკოლის მკითხველთა კლუბმა საჯაროდ კითხვის დღე საინტერესოდ აღნიშნა
06-02-2023
ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლაში არსებული მკითხველთა კლუბი „ჩირაღდანი“, მოსწავლეებში კითხვის კულტურის დანერგვის მიზნით აქტიურად მუშაობს.  

კლუბმა საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე დიდი სიხარულით და საინტერესო აქტივობებით აღნიშნა, მოსწავლეები ლოზუნგის - „ურჩიე  შენი საყვარელი წიგნი მეგობარს“ ირგვლივ გაერთიანდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა სოლაში მიიტანეს საყვარელი წიგნები, ისაუბრეს მათ შესახებ, დაახასიათეს მთავარი და მათთვის საყვარელი პერსონაჟები, წიგნიდან უკვე მონიშნული ბრძნული ფრაზები, მნიშვნელოვანი და მთავარი წინადადებები ამოიკითხეს.

„მოსწავლეებმა შექმნეს სივრცე „მყუდრო გარემო, სანთლის შუქი და ზღაპარი ჯადოსნური სამყაროს დასაწყისია“, ბავშვობა ხომ ზღაპრებით იწყება. მადლობა მე-5ბ, მე-6ა  და  მე-6ე, კლასის მოსწავლეებს“, - გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203