ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესო ღონისძიებებით აღნიშნეს
03-02-2023
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლა, მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლების და კითხვის კულტურის დანერგვის მიზნით აქტიურად მუშაობს, აღსანიშნავია, საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული საინტერესო ღონისძიებები, რომლებიც პედაგოგებმა მოსწავლეებს შესთავაზეს.
2 თებერვალს, მასწავლებლებმა მოსწავლეებს გააცნეს წიგნის კითხვის კულტურა, მოსწავლეებმა სხვადასხვა კლასებში წაიკითხეს ამონარიდები ქართველი მწერლების შემოქმედებიდან და მოაწყვეს დისკუსია.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობებში სკოლის მოსწავლეების დიდმა ნაწილმა მიიღო მონაწილეობა.
სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებში წიგნის კითხვის მიმართ ინტერესის გაღვივება და მათში მოტივაციის გაზრდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს