გურიფულის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წიგნის საჯაროდ კითხვის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება
03-02-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობები ხორცილდება. პედაგოგები მათ სხვადასხვა პროექტსა და აქტივობას ხშირად სთავაზობენ.

მათ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეც არ გამორჩენიათ. I, III კლასების მოსწავლეებმა, პედაგოგ ეკა გერგაიას ხელმძღვანელობით, ამ დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიება გამართეს. აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. ბავშვებმა ხმამაღლა წაიკითხეს ნაწარმოებები, ერთმანეთს მოუსმინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების ჩართულობა მსგავს აქტივობაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ლიტერატურისადმი მათ სიყვარულს უღვივებს და წიგნის მიმართ მეტ ინტერესს უჩენს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203