სამღერეთის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობა მოეწყო
03-02-2023

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლაში მასწავლებლები მოსწავლეებს წიგნის მიმართ სიყვარულს ადრეული ასაკიდანვე უნერგავენ. პედაგოგები მათ საინტერესო პროექტებსა და აქტივობებს სთავაზობენ.

გამონაკლისი არც წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ყოფილა. ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა სკოლის მრავალფეროვან ბიბლიოთეკაში საინტერესო ღონისძიება გამართეს. ბავშვებმა მათთვის საინტერესო ნაწარმოებები ხმამაღლა წაიკითხეს, იმსჯელეს, ერთმანეთს აზრები გაუზიარეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. მოსწავლეებმა ასევე კითხვის პოპულარიზაციის მიზნით, საინტერესო ნამუშევრები, ნახატები შექმნეს და სკოლაში გამოფინეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციასა და  წიგნიერების დონეს ამაღლებს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203