„ყოველი კარგი წიგნი თვალწინ გვიშლის სამყაროს“ - სალხინოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს
02-02-2023

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას დიდ ყურადღებას აქცევენ. ისინი ბავშვებს სიანტერესო პროექტებს სთავაზობენ.

გამონაკლისი არც წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ყოფილა, რომელიც მათ საინტერესოდ აღნიშნეს. მე-8 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ლია ჟღერიამ აქტივობა -„2 თებერვალი-მსოფლიო წიგნის საჯაროდ კითვის დღეა!“,  გამართა. მოსწავლეები დევიზის - „ყოველი კარგი წიგნი თვალწინ გვიშლის სამყაროს“ გარშემო გაერთიანდნენ.
მერვეკლასელებმა ნიკო ლორთქიფანიძის ნოველა „გული“ წაიკითხეს და  იმსჯელეს მის ირგვლივ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა გაიაზრეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს წიგნს ადამიანის ცხოვრებაში.

მერვეკალსელები ეთანხმებიან ნილ გეიმანის გამოთმას: „წიგნი არის ოცნება, რომელიც შეგიძლია ხელში დაიჭირო“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203