ენაგეთის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა
02-02-2023
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ენაგეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას ღონისძიებით შეუერთდნენ.
მასწავლებლებმა ბავშვებს კიდევ ერთხელ გააცნეს წიგნის კითხვის კულტურა და აუხსნეს თუ რამდენად მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა კითხვის პროცესი.
მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთად წაიკითხეს ამონარიდები სხვადასხვა ცნობილი მწერლის შემოქმედებიდან.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა ძალიან საინტერესო და ინტერაქციული იყო.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის ბავშვებსა და პედაგოგებს ღონისძიების მოწყობისთვის და წარმატებას უსურვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს