ელიტური სკოლა „გორდას“ მე-3 კლასის მოსწავლეები საბავშვო ბიბლიოთეკას ესტუმრნენ
02-02-2023
ბათუმის ელიტური სკოლის „გორდას“ III კლასის მოსწავლეები, საბიბლიოთეკო კვირეულისა და წიგნის ხმამაღლა კითხვის მსოფლიო დღის ფარგლებში, საბავშვო ბიბლიოთეკას ესტუმრნენ. 

მათ მასპინძლობა ნანა კვაჭაძემ გაუწია, რომელიც საგაკვეთილო თემატიკის მიხედვით, „მეფე მწიგნობარზე“, ზოგადად, წიგნის სიყვარულსა და ბიბლიოთეკის მნიშვნელობაზე ესაუბრა. 

მოსწავლეები სხვადასხვა სახის ლიტერატურას გაეცნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

მათი დამრიგებელი ანი ქილიფთარია.

აღსანიშნავია, რომ „გორდაში“ მოსწავლეთა ინტერესები პრიორიტეტია. მათ განვითარებასა და მოტივირებაზე თითოეული პედაგოგი აქტიურად ზრუნავს. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203