წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს ეკის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტ-გაკვეთილი მიეძღვნა
02-02-2023

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლის მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა ლიტერატურულ პროექტში.

გამონაკლისი არც წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ყოფილა, რომელთან დაკავშირებითაც თემაზე - „ იკითხე ხმამაღლა, შეცვალეთ მსოფლიო“,  პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა.

პროექტის ფარგლებში, მეცხრეკლასელმა, გიორგი აბურჯანიამ თანატოლებს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივა გააცნო.

როგორც სკოლაში გივყვებიან, მეცრეკლასელმა ასევე ისაუბრა ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასა და მსოფლიოში ადამიანების ჩართულობაზე, სადაც 31 მილიონი ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო.“

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა ერთმანეთს წიგნები აჩუქეს.

პროექტს მათემატიკის პედაგოგი ხათუნა ფირცხალავა ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203