ურავის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შიტანეს
02-02-2023
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს და თავიანთი წვლილი შიტანეს წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეები სიამოვნებით უერთდებიან წიგნის ხმამაღლა კითხვის კვირეულს, მათთვის რჩეული ნაწარმოებებიდან ნაწყვეტებს კითხულობენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს და კითხვის კულტურას პირველი კლასიდანვე ასწავლიან. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“. ამ დღის აღნიშვნის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203