ყაურმის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე საინტერესო აქტივობით აღნიშნეს
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ.
პირველი კლასის მოსწავლეები სახელმწიფო ენას დიდი მონდომებით სწავლობენ. მათ წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, ქართულის გაკვეთილზე აქტივობა გამართეს - ხმამაღლა წაიკითხეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატრეს.
მათ პედაგოგი ლია ტონოიანი ხელმძღვანელობდა.
„პირველკლასელებმა ახლახან დაიწყეს ასოების ცნობა, მაგრამ დიდი სიყვარულითა და ხალისით კითხულობენ და სხვადასხვა აქტივობებით ცდილობენ კარგად აითვისონ ქართული ანბანი. ისინი უკვე კითხულობენ გამართულად და სწორად“,- აღნიშნავს მასწავლებელი ლია ტონოიანი.
იხილეთ ფოტოები: