ბარდნალის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, ტრადიციულად, საინტერესოდ აღინიშნა
02-02-2023

ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებს აწყობენ.

გამონაკლისი, არც წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ყოფილა, რომელიც მე-5 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგისა და დირექტორის მთვარისა ახვლედიანის ხელმძღვანელობით აღნიშნეს. ბავშვებმა სხვადასხვა ნაწარმოები წაიკითხეს და საინტერესო მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარეს.

მათ კლასში გააჟღერეს სიტყვები: „მიყვარდა კითხვა, წიგნს ვსახავდი მე თვალისჩინად, მიყვარდა კითხვა და ამ კითხვამ გადამარჩინა!“ 

„მე და ჩემი მეხუთეკლასელები ყველას გილოცავთ ამ დღეს!“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, სამხარეო და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ინიციატივით ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმში სკოლამ ჩაატარა ამ დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული ღონისძიება „შენ, როცა ამ წიგნს ხელში აიღებ“.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203