„გამოჩენილი ფიზიკოსების შემოქმედება“- იანეულის საჯარო სკოლაში საინტერესო კონფერენცია გაიმართა
02-02-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებული ნიჭით, აქტიურობითა და განვითარებაზე ორიენტირებულობით გამოირჩევიან.
ისინი ცოდნის გაღრმავებაზე გამუდმებით ზრუნავენ. ამჯერად, VII -VIII კლასებში, ფიზიკაში, კონცერენცია - „გამოჩენილი ფიზიკოსების შემოქმედება“ ჩატარდა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები, პედეგოგ მარინა კეკელიძის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა ინფორმაცია მოიძიეს და გამოჩენილი ფიზიკოსების შემოქმედების შესახებ ამომწურავად ისაუბრეს. კონფერენცია ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი აღმოჩნდა.