იანეულის საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრამ და ეკოკლუბის წევრებმა ჭარბტენიანობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
02-02-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო ცხოვრებაში აქტიურად ერთვებიან. ისინი საინტერესო პროექტებსა და ღონისძიებებს ხშირად ახორციელებენ.
ამჯერად, საბუნებისმეტყველო საგნობრივმა კათედრამ და ეკოკლუბის წევრებმა 2 თებერვალი - ჭარბტენიანობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მათ შეხვედრა გამართეს.
მოსწავლეებმა შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, შემდეგ კი პოსტერი მოამზადეს. მათ ამ დღის მნიშვნელობაზეც ვრცლად ისაუბრეს.
აქტივობამ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.