
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლის მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამიტომ, სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს რამდენიმე წელია აქტიურად აღნიშნავს.
გამონაკლისი არც წელს ყოფილა, სკოლაში, წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება - „ჩემი საყვარელი წიგნი“ ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მე-7 წელია ეს დღესასწაული აღინიშნება, რომელსაც სკოლა დიდი სიამოვნებითა და მონდომებით უერთდება.
„ეს დღე ადამიანებს მთელ მსოფლიოში შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში. მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნე ტექნოლოგიების განვითარების საუკუნეა. წიგნი იყო, არის და იქნება ყველასათვის ფასდაუდებელი საგანძური“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: