ამ თარიღის აღსანიშნად IVა კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ეკა მაჩიტაძის ხელმძღვანელობით, სტუმრად თოჯინების სახელმწიფო თეატრის მსახიობი - ზაზა იოსებაშვილი მიიწვიეს.
პედაგოგმა მოსწავლეებს და მოწვეულ სტუმარს ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ზღაპარი - „პატარა უფლისწული” წარუდგინა. მოსწავლეებმა სათაურსა და ილუსტრაციებზე დაყრდნობით, გამოთქვეს ვარაუდები, თუ რა შინაარსის იქნებოდა ნაწარმოები, მათ ასევე წინასწარ იმსჯელეს უცნობ სიტყვებზე, რომლებიც წაკითხულ ნაწყვეტში შეხვდებოდათ.
მსახიობმა ზაზა იოსებაშვილმა, კითხვის დროს, პატარები ზღაპრის საოცარ სამყაროში ამოგზაურა. შემდეგ კი კითხვის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
შეხვედრამ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. მე-4ა კლასის მოსწავლეები და მასწავლებელი ზაზა იოსებაშვილს სტუმრობისთვის მადლობას უხდიან.
იხილეთ ფოტოები: