პირველი სვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს ღონისძიებით გამოეხმაურნენ
02-02-2023
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ.
კითხვის პოპულარიზაციის მიზნით დაწესებულ ღონისძიებას სკოლის მეორე და მეოთხე კლასის მოსწავლეები, დამრიგებლების - მაკა კობახიძისა და ნანა მაღლაკელიძის და პირველი სვირის ბიბლიოთეკის გამგის - მადლენა ჯუღელის ხელმძღვანელობით, გამოეხმაურნენ.
მოსწავლეებმა შერჩეული მხატვრული ლიტერატურა ხმამაღლა წაიკითხეს, დღე ნაყოფიერად გაატარეს და სხვებსაც წიგნის კითხვისკენ მოუწოდეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის გაზრდას და წიგნიერების დონის ამაღლებას.
„წიგნიერი თაობა საქართველოს ნათელი მომავლის საწინდარია. წარმატებები ახალგაზრდებს“,- დასძენენ სკოლაში.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“. ამ დღის აღნიშვნის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს