ხაიშის საჯარო სკოლის წარმატება საერთაშორისო პროექტში
02-02-2023
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სხვადასხვა პროექტსა და ღონისძიებაში აქტიურად ერთვებიან. 

სკოლამ 2021-2022 სასწავლო წელს განხორციელებული entwining პროექტის ფარგლებში, ეროვნული ხარისხის ნიშანი მოიპოვა.

აღნიშნული პროექტის თემა იყო - „იყავი დაცული, იყავი ინფორმირებული“. მას სკოლის ბაზაზე დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი თამარ გვიჭიანი ხელმძღვანელობდა, პროექტში მეექვსე, მეხუთე და მეოთხე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

სკოლაში მიღწეული წარმატებით ამაყობენ და ახალი გამოწვევებისთვისაც მზად არიან. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203