პაქსაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგ თეონა გელაძესთან ერთად, წიგნის საჯაროდ კითხვის დღე საინტერესოდ აღნიშნეს
02-02-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პაქსაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები, ქართული ენა ლიტერატურის მასწავლებელ თეონა გელაძესთან ერთად, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ.
მოსწავლეებმა მხატვრული ლიტერატურა ხმამაღლა წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და თანატოლებს წიგნების კითხვისკენ მოუწოდეს.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგი თეონა გელაძე მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას უდიდეს ყურადღებას აქცევს და მათ წიგნის სიყვარულს უნერგავს.
„ვასწავლი მცირე კონტიგენტიან სკოლაში, მიყვარს ჩემი პროფესია და მოტივირებული ვარ ჩემს პატარა მეგობრებთან ერთად შევხვდე ყოველგვარ სიახლეს“,- აღნიშნავს მასწავლებელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს