„დღეს ერში ცოცხლობ შენი ლექსებით“ - ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
02-02-2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას პედაგოგები აქტიურად ცდილობენ. სწორედ ამ მიზნით, ისინი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, VI კლასში წიგნის საჯაროდ კითხვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სლოგანით - „დღეს ერში ცოცხლობ შენი ლექსებით“, ჩატარდა.

მოსწავლეებმა ლადო ასათიანის ხანმოკლე და შინაარსიანი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ისაუბრეს. მხატრულად წაიკითხეს ლექსები და სიმღერები შეასრულეს.

ღონისძიებას მშობლები და მასწავლებლები ესწრებოდნენ. დღე ნაყოფიერი და დასამახსოვრებელი იყო, რომელიც მოსწავლეთათვის კიდევ ერთ ლამაზ მოგონებად იქცა.

VI კლასის დამრიგებელი მზია მანჯიკაშვილი გახლავთ.  

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203