„სუნთქვა და თამბაქოს მავნე ზემოქმედება“ - დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო სასწავლო პროექტი
02-02-2023
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში არაერთხელ ჩატარებულა შემეცნებითი და ინფორმაციული ხასიათის პროექტები, მათ შორის აღსანიშნავია პროექტი - „სუნთქვა და თამბაქოს მავნე ზემოქმედება“.
პროექტს მე-6ა კლასის მოსწავლები ახორციელებდნენ. ბავშვებმა თავადვე შექმნეს სასუნთქი სისტემის მოდელი და წარმოადგინეს სუნთქვის პროცესის იმიტაცია.
ვიზუალურად წარმოაჩინეს განსხვავება მწეველი და არამწეველი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
მსგავსი პროექტებით, მასალა მოსწავლეებისთვის უფრო აღქმადი და დასამახსოვრებელი ხდება. მათთვის ძალიან საინტერესოა ექსპერიმენტებით დატვირთული სასწავლო პროცესი, ეს მათ უმაღლებს მოტივაციას და უჩენს სურვილს იყვნენ მეტად აქტიურები.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს