დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელთა ხელოვნების შთამბეჭდავი გაკვეთილი  
02-02-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები საინტერესო აქტივობებს ხშირად ახორციელებენ. 

ისინი შრომისმოყვარე, ნიჭიერი, შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეები არიან. ამჯერად, მასწავლებელმა ქეთევან ჩიქვანიამ მათთან თამაშით სწავლების მეთოდი გამოიყენა, რაც მოსწავლეებისთვის სახალისო და საინტერესო იყო.

პირველკლასელებმა ხელოვნების გაკვეთილზე ზღაპარ - „წითელქუდას“ გმირები ფერადი ფურცლებიდან ამოჭრეს და პერსონაჟები როლური თამაშებით გააცოცხლეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203