დაბა სურამის N1 სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ეკოკლუბის წევრებმა საინტერესო აქტივობა მოაწყვეს
02-02-2023

მიხეილ მურვანიშვილის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N1 საჯარო სკოლაში ლიტერატურის მიმართ მოსწავლეთა სიყვარულის გაღვივების მიზნით საინტერესო აქტივობები ეწყობა.

გამონაკლისი არც საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ყოფილა, რომელსაც სკოლის ეკოკლუბის - „პირველები“ (ხელმძღვანელი ირინა სალამიძე) წევრები შეუერთდნენ.

კლუბის წევრებმა - ლიზა ნოზაძემ და ბარბარე ჭუმბურიძემ მე-2 და მე-3 კლასების მოსწავლეებს ანდერსენის ზღაპრები წაუკითხეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობის მიზანი პატარებში წიგნის კითხვისადმი სიყვარულის გაღვივება და განათლების დონის ამაღლება იყო.

აღსანიშნავია, რომ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე 2010 წლიდან აღინიშნება, რომელშიც 100-ზე მეტი ქვეყნიდან 31 მილიონზე მეტი ადამიანი ერთიანდება საერთო ლოზუნგის გარშემო - „იკითხე ხმამათლა, შეცვალე მსოფლიო!“

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203