თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს
02-02-2023

თბილისის N103 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. პედაგოგები ადრეული ასაკიდანვე ცდილობენ მოსწავლეებს ლიტერატურისადმი სიყვარული გაუღვივონ.

სწორედ ამიტომ, პედაგოგ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით,  წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას მეოთხეკლასელებიც დიდი სიამოვნებით შეუერთდნენ.

მოსწავლეებმა საკლასო ოთახი ლამაზად მორთეს, ნაწარმოებები შეარჩიეს და კლასში წაიკითხეს. ერთმანეთს მოუსმინეს, მოსაზრებები გამოთქვეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაციას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203