დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს ღონისძიება მიეძღვნა
02-02-2023
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - მიხეილ ლაზაშვილის ხელმძღვანელობით, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა წაიკითხეს ცნობილი მწერლების ნაწარმოებები, ისაუბრეს წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე.
„ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს მომავალ თაობაში წიგნის კითხვის სიყვარულს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის და პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მანგლისის N1 საჯარო სკოლა, მოსწავლეების განვითარებისა და მათი აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სასკოლო საზოგადოების წინსვლისა და წარმატებისთვის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს