ელიტურ სკოლა „გორდაში“ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა
02-02-2023
ბათუმის ელიტურ სკოლა „გორდაში“, დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეებში კითხვის კულტურის დამკვიდრებას, სწორედ ამიტომ სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება ერთი საერთო სლოგანის -„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“, გარშემო.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს დღე დაწყებითი კლასების კათედრის პედაგოგებმა მოსწავლეებთან ერთად აღნიშნეს. მათ ბავშვებს წაუკითხეს მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით შერჩეული ლიტერატურული ნაწარმოებები.
ინიციატივა წამოაყენეს პედაგოგებმა:
Iა კლასი - დამრიგებელი ინდირა აბაშიძე; Iბ კლასი- ნატალია დიმიტრაძე; IIბ კლასი- დამრიგებელი მარიამ ღლონტი; IIIა კლასი - ანი ქილიფთარი; IIIბ კლასი- სალომე სურმანიძე; IVა და IVბ კლასები - ნანა ჩხაიძე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს