წიგნის კითხვის დღე ახალსოფლის საჯარო სკოლაში
02-02-2023
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

მოსწავლეებმა ერთმანეთს თავიანთი საყვარელი ნაწარმოებები წაიკითხეს. მათ დრო ხალისიანად და ნაყოფიერად გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ წიგნიერების დონის ამაღლებას ახალსოფლის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა. სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულსა და კითხვის კულტურას პირველი კლასიდანვე ასწავლიან.  

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონამდე ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ამ დღის აღნიშვნის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203