სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელთა წარმატება ლიტერატურულ კონკურსში
02-02-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები შემოქმედებითი უნარებითა და ხედვით გამოირჩევიან. ისინი სხვადასხვა კონკურსში დიდი მონდომებით ერთვებიან და წარმატებასაც აღწევენ.

ამჯერად, მე-12 კლასის მოსწავლეები ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობდნენ, რომელშიც კონკურსანტები საქართველოს ყველა რეგიონიდან იყვნენ წარმოდგენილნი.

კონკურსში წარმატებას მიაღწიეს და დიპლომებით დაჯილდოვდნენ სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები: ლიზი დიდმანიძე და ლიზა ბერძენიშვილი.  როგორც სკოლაში აღნიშნეს, ისინი ინტელექტკლუბი „ლამპარის“  წარმატებული, მიზანდასახული და გამორჩეული წევრები არიან. (კლუბის მეურვე ვარდო ხოზრევანიძე).

ლიტერატურულ კონკურსში მონაწილე ახალგაზრდა პოეტებისა და მწერლების დაჯილდოვების ცერემონიალი ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ფინალისტებს შორის წელს ყველაზე მეტი, 120 კონკურსანტი მოხვდა. გამარჯვებულები სპეციალურმა ჟიურიმ ისე გამოავლინა, რომ მათ არ იცოდნენ ვინ იყო ნაწარმოების ავტორი.

„სკოლის დირექცია და პედკოლექტივი ვულოცავთ მე-12 კლასის მოსწავლეებს გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ შემოქმედებით გზაზე“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203