ოკამის N1 საჯარო სკოლის ორი წარჩინებული კურსდამთავრებული კუთვნილი მედლებით დაჯილდოვდა
02-02-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის N1 საჯარო სკოლის 2020-2021 სასწავლო წლის კუსრდამთავრებულებს ოქროსა და ვერცლის მედლები გადაეცათ.

ოქროს მედალი თორნიკე ოქროაძემ მიიღო, ხოლო ვერცხლის მედალი - იმედი ხმალაძეს გადაეცა.

მედალოსნებს სკოლა კიდევ ბევრ წარმატებასა და ჯიდლოს უსურვებს.

„დიდი მადლობა თქვენ მონდომებისა და დაუღალავი შრომისთვის. ასევე, პედაგოგებს,რომელთა თანადგომის გარეშეც მოსწავლეებს ნამდვილად გაუჭირდებოდათ ამ წარმატების მიღწევა. მადლობა, ასევე ოჯახის წევრებსა და მშობლებს მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა სკოლის წამრომადგენელმა.

აღსანიშნავია, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლეს, რომლის საშუალო საფეხურის ქულა იქნება 9.8 ვერცლის მედალი გადაეცემა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203