ქვენობნის საჯარო სკოლის პედაგოგებმა, წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებს საინტერესო ღონისძიებები შესთავაზეს
02-02-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდა.
როგორც სკოლაში, გვიყვებიან სკოლის პედაგოგებმა, სოფლის ბიბლიოთეკასთან ერთად, ამ დღესთან დაკავშირებული აქტივობების განხორციელება დაიწყეს.
პედაგოგებმა მოსწავლეებს საინტერესო ღონისძიებები შესთავაზეს, რომელთა ფარგლებში, მოსწავლეები გეაცნენ წიგნის კითხვის კულტურას, ახალ ნაწარმოებებს, წაიკითხეს სხვადასხვა ცნობილი მწერლის შემოქმედებიდან ამონარიდები, საინფორმაციო ბროშურები, ბოლოს კი წიგნის კითხვისკენ თანატოლებსაც მოუწოდეს.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“. ამ დღის აღნიშვნის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს