„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე სამყარო!“ - ქუთაისის N40 სკოლის მოსწავლეები  წიგნის საჯაროდ კითხვის დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობით შეუერთდნენ
02-02-2023
ქუთაისის N40 საჯარო სკოლა მიმართულია მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებისკენ, ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ საინტერესო ინიციატივას სთავაზობენ, მათ შორისაა აქტივობა - „იკითხე ხმამაღლა შეცვალე სამყარო“, რომელიც წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით მოეწყო.

როგორც ცნობილია, პირველი თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის დღეა.

აქტივობა, მე-2კლასის დამრიგებელმა, ნათია ჟორჟოლიანმა სკოლის ბიბლიოთეკარის, დარეჯან გედენიძის ჩართულობით ჩაატარა, სადაც ბავშვებმა მონაწილეობა დიდი სიამოვნებით მიიღეს. 

„იკითხეთ კარგი წიგნები, ეს წარსული დროის საუკეთესო ადამიანებთან საუბარია, თან ისეთი საუბარი, როდესაც ისინი თავიანთ საუკეთესო აზრებს გვიმხელენ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203