ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლის მოსწავლეები, ბავშვთა საერთაშორისო ფონდის მიერ ორგანიზებულ ბავშვთა ნახატების პირველ, ციფრულ, საერთაშორისო კონკურსში ჩაერთნენ და სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ.საკონკურსო თემა - „მშვიდობა“, გახლდათ.
კონკურსში მონაწილეობდნენ მოსწავლები:
- ნინია ჯაჭვლიანი;
- ლელი ავალიანი;
- ქრისტინე რატიანი;
- ნია ონიანი;
- ნინო ონიანი;
- მარიამ რატიანი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული მხატვრები, რომელთა ნამუშევრებიც განთავსდა ვებგვერდის მუდმივმოქმედ გალერეაში, მათ შორის იყო მელეს საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლის, მარიამ რატიანის ნახატი.
მელეს საჯარო სკოლა მარიამს და კონკურსში მონაწილე მოსწავლეებს ულოცავს მიღწეულ წარმატებას და წინსვლას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: