„ვეფხისტყაოსანი გვაერთიანებს“ - დვაბზუს საჯარო სკოლის კლუბმა „საფიხვნომ“ კითხვის საათი მოაწყო
02-02-2023
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, დვაბზუს საჯარო სკოლის კლუბმა - „საფიხვნომ“ კითხვის საათი მოაწყო თემაზე - „ვეფხისტყაოსანი გვაერთიანებს“.

„საფიხვნოს“ წევრებმა ვეფხიტყაოსნიდან წაიკითხეს მათთვის საყვარელი თავები. ისაუბრეს ვეფხისტყაოსნის მნიშვნელობაზე, შოთა რუსთაველზე, შეხვედრაზე გაჟღერდა საინტერესო მოსაზრებები.

კითხვის საათის ორგანიზატორი გახლდათ კლუბ საფიხვნოს კურატორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათელა ღლონტი.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203