საჩინოს თემის N2 სკოლის X კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიის გაკვეთილზე ამინომჟავების სტრუქტურული ერთეულების ნიმუშები შექმნეს
02-02-2023

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა უნარების განვითარებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.  მასწავლებლები მათ მრავალფეროვან და საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ.

მე-10 კლასში ბიოლოგიის გაკვეთილზე საინტერესო აქტივობა ჩატარდა. მოსწავლეებმა სხვადასხვა ზომისა და ფერის მძივების, სპილენძის ჯაჭვის გამოყენებით ამინომჟავების სტრუქტურული ერთეულების ნიმუშები შექმნეს.
აქტივობის დროს მეათეკალსელებმა სამეცნიერო მეთოდი - „სწავლა კეთებით“,  გამოიყენეს.

„ასეთი სამუშაოს შესრულება მოსწავლეებს ეხმარება შემდეგი უნარ-ჩვევების განვითარებაში: განზოგადება, შედარება, დაკვირდება, ანალიზი, სინთეზი, დამოუკოდებლობა, ყურადღების კონცენტრაცია, ინტერესი ბუნებრივი პროცესის(ცილის სინთეზი) მიმართ, პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

აღსანიშნავია, რომ კეთებით სწავლების დროს, პრაქტიკული დავალების შესრულება მოსწავლეებს საგნის მიმართ სიყვარულს უღვივებს და მოტივაციას უმაღლებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203