„მასწავლებლობის 43-წლიანმა გამოცდილებამ შემცვალა“ - მზიური ხარაზი, კვირიკეს N2 საჯარო სკოლის დირექტორი
02-02-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N2 საჯარო სკოლის დირექტორი მზიური ხარაზი პროფესიაზე შეყვარებული ხელმძღვანელია. მისთვის დირექტორობა პასუხისმგებლობასა და შრომისმოყვარეობას მოითხოვს. როგორც თავად აღნიშნავს, პროფესიამ მეტად ემპათიური და კომუნიკაბელური გახადა. etaloni.ge წარმოგიდგენთ ბლიც-ინტერვიუს მზიური ხარაზთან:

- საკუთარ თავს დავახასიათებ, როგორც...

- მშვიდი, გაწონასწორებული.

- რომ არა დირექტორი, ვიქნებოდი...
- მასწავლებელი.

- რა თვისებები შეგძინათ თქვენმა პროფესიამ?
- კომუნიკაბელურობა, ემპათია, თანამშრომლობა.

- თქვენი სამაგალითო კოლეგა დირექტორი...
- ტარიელ ქათამაძე.

- გამოცდილება, რომელმაც შემცვალა...
- მასწავლებლობის 43 წელი.

- თქვენი საყვარელი სიტყვა...
- გმადლობთ, ბოდიში.

- რა შეკითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?
- რომ არა მასწავლებელი, ვინ ვიქნებოდი?

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203