თელავის N5 საჯარო სკოლაში ქართული ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრეს
20-04-2018
თელავის N5 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს კვირეული მიუძღვნეს. 

კვირეულის ფარგლებში სკოლაში არაერთი ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებში განსაკუთრებული ინტერესი სტუდია ,,გუთანის“ გადაღებული ფილმის ,,ლაზარეს“ ჩვენებამ გამოიწვია. ფილმი ქართულ ენას ეძღვნება. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კინოჩვენების შემდეგ სკოლის აღსაზრდელებმა მშობლიური ენის მნიშვნელობასა და სიწმინდის დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრეს და იმსჯელეს თუ როგორ უნდა დაიცვან ენა ბარბარიზმებისგან. 

„მოსწავლეებმა დაასკვნეს, რომ მშობლიური ენის სიწმინდისთვის ბრძოლა გადაუდებელი და უმნიშვნელოვანესი საქმეა“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203