ქობულეთის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს
02-02-2023

ბადრი ბერანძის სახელობის ქობულეთის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგ ეკა ცივაძის ხელმძღვანელობით, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ. 

მოსწავლეები ბიბლიოთეკას ესტუმრნენ და მხატვრული ლიტერატურა ხმამაღლა წაიკითხეს. 

აღსანიშნავია, რომ ქობულეთის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს და კითხვის კულტურას დაწყებითი კლასებიანვე უნერგავენ, შესაბამისად ეს დღეს სკოლაში ხალისით აღინიშნა. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“. ამ დღის აღნიშვნის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203