ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 სკოლის პირველკლასელთა ზღაპრული, საზეიმო წარმოდგენა 
02-02-2023

ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების გაუმჯობესების მიზნით, საინტერესო ღონისძიებები და აქტივობები ეწყობა.

გამონაკლისი არც ახალი წლის დღესასწაული ყოფილა. დაწყებით კლასებში ახალი, 2023 წლის შემობრძანებას მრავალფეროვანი ზეიმი მიეძღვნა.

I კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ნანა ზაზაძის ხელმძღვანელობით, მხიარული და საინტერესო წარმოდგენა გამართეს.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე სადღესასწაულო სამოსში გამოწყობილნი წარდგნენ. პირველკლასელებმა შესაძლებლობები შესანიშანავად გამოავლინეს - იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხე და დრო ხალისიანად გაატარეს.

ეს დღე მოსწავლეთათვის დასამახსოვრებელი, ნაყოფიერი და საინტერესო იყო. ღონისძიების დასასრულს მოსწვალეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, რომელთა მეშვეობითაც ისინი ამ დღის ემოციებს ყოველთვის გაიხსენებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203