საერო სკოლა „ფარნავაზის“ მოსწავლეები უცხოურ ენას სახალისო და საინტერესო აქტივობებით სწავლობენ
02-02-2023

ქობულეთის საერო სკოლა „ფარნავაზი“ მოსწავლეებს ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას აძლევს, ამ მიზნის მისაღწევად კი მასწავლებლები მომავალ თაობას მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ.

მათ შორის მოსწავლეები ხალისით სწავლობენ უცხოურ ენას.

„მხიარულად, თუმცა, ამავდროულად ნაყოფიერად და საინტერესოდ ვცდილობთ მივაღწიოთ მიზანს: ბავშვებში ავამაღლოთ აკადემიური ხარისხი, ჩამოვაყალიბოთ და განვავითაროთ სხვადასხვა საჭირო უნარები“- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც, სწორედ ამ მიზნით, IV-IV კლასებში თემა - Animals -A zoo challenge საინტერესოდ შეაჯამეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სახალისო აქტივობებით პატარები განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდნენ სამუშაო პროცესს, შექმნეს საინფორმაციო ფურცელი და თან დაურთეს შესაბამისი ილუსტრაციები.

მოსწავლეებმა დაგროვილი ლექსიკური მასალის გამოყენებით მოამზადეს მინი-პრეზენტაციები. გაკვეთილი საინტერესო, შემეცნებითი, პროდუქტიული და ინტერაქტიული გამოვიდა.

„მრავალფეროვნებისთვის გამოვიყენეთ სხვადასხვა აქტივობა, რომელიც მიმართული იყო მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისაკენ.... წინ ბევრი გამოწვევა გველის კვლავაც , მჯერა ერთად გავართმევთ თავს“,- აღნიშნავს მოსწავლეთა პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203