ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მეორეკლასელთა შთამბეჭდავი კარნავალი
02-02-2023

ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ.  

გამონაკლისი არც საახალწლო დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ სეზონური ვირუსების გამო, მეორეკლასელებს ზეიმის გადადება მოუწიათ, მე-2 სემესტრის დასაწყისში დამრიგებლის, ცისანა შერგილაშვილის, ხელმძღვანელობით საახალწლო კარნავალი მაინც გამართეს. ღონისძიებაზე ბავშვებმა სხვადასხვა ზღაპრისა და მულტფილმის გმირის როლები შესანიშნავად მოირგეს. მათ ლამაზი სანახაობა დადგეს, რომელმაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

როგორც სკოლაში აღინიშნა, კარნავალი ძალიან ხალისიანი და საინტერესო იყო.

ეს დღე როგორც ბავშვებისთვის, ასევე დამსწრე საზოგადოებისთვისაც კიდევ ერთ-ერთ დასამახსოვრებელ და ლამაზ მოგონებად იქცა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203