წიგნის საჯაროდ კითხვის დღე დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში
01-02-2023

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მასწავლებლები დიდ ყურადღებას აქცევენ. სწორედ ამ მიზნით ცდილობენ, კითხვას პოპულარიზაცია გაუწიონ.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას სკოლის უფროკლასელებიც შეურთდნენ. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა საჯაროდ წასაკით ტექსტად ნიკოლოზ ბარათაშვილის „ბედი ქართლისა“ აირჩია, რადგან როგორც სკოლაში აღნიშნეს, ისედაც ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მოსწავლეებში ნაწარმოებისადმი დიდი ინტერესი გამოიწვია.

ასევე, საჯაროდ კითხვის დღეს შეუერთდნენ დაწყებითი კლასების მოსწავლეები, რომლებმაც წაიკითხეს ლელა ცუცქირიძის  „მართიკოს ვაშლის ხე“ ამ წიგნმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა არა მხოლოდ პატარებზე, არამედ დამსწრე საზოგადოებაზეც.

„სკოლის დირექცია მადლობას უხდის ქართული ენის მასწავლებლებს - მონიკა ჭანტურიას, რუსუდან ქუთათელაძეს, ქეთევან მოდებაძეს, ნონა ნოზაძეს, ანა ტყემალაძეს, ხათუნა ხრიკაძეს, ბიბლიოთეკარ ნელი მღებრიშვილს ასეთი საინტერესო აქტივობებისთვის და ჩართულობისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203