დიდი ჭყონის N1 სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ცნობილი ზღაპრის შესახებ საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს
01-02-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და შედეგზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ. 

აღსანიშნავია, რომ ისინი სწავლებისას თანამედროვე მეთოდებს იყენებენ.

ამჯერად, პირველი კლასის მოსწავლეებმა ზღაპარი „სამი გოჭი“ წაიკითხეს, შემდეგ კი პრეზენტაცია მოამზადეს. მათ ზღაპრის ილუსტრაციები და ტექსტები ერთმანეთს დააკავშირეს და ზღაპარი ააწყვეს. აქტივობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთო. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203