ტყიბულის N6 სკოლის IV კლასის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ
01-02-2023
დღეს, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა, ამ დღის აღნიშვნას ტყიბულის N6 საჯარო სკოლის IVა კლასის მოსწავლეები შეუერთდნენ და სკოლის ბიბლიოთეკაში მათთვის საყვარელი მწერლების ნაწარმოებებიდან მცირე მონაკვეთები ხმამაღლა წაიკითხეს.
აქტივობას კლასის დამრიგებელი მაგული მინდიაშვილი ხელმძღვანელობდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, სკოლის ბიბლიოთეკარი, თეონა ჯანელიძე მოსწავლეებს ამ დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა და დაარსების ისტორია გააცნო.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ჩვენს ქვეყანაში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, 1-ელ თებერვალს უკვე მერვედ აღინიშნება.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 90 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო! ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს