თბილისის N208 სკოლაში მეორეკლასელებმა წმინდა ნინოს ცხოვრების გზა საინტერესოდ წარმოადგინეს
01-02-2023

თბილისის N208 საჯარო სკოლაში 27 იანვარს, წმინდა ნინოს ხსენების დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა.

როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, ღონისძიებაზე II კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი - ნანა ჭუმბურიძე)  მოკრძალებით, ფაქიზად და სრული სიზუსტით წამროაჩინეს ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს ცხოვრების გზა, რომელმაც ამაღელვებელი და შთამბეჭდავი ემოციები მიიტანა მსმენელამდე. ამას თან ერთვოდა დიდ ეკრანზე თემატურად წამროდგენილი სლაიდები, ფონად კი ჰარმონიული მუსიკა.

„ეს ყოველივე ამძაფრებდა და აცოცხლებდა სარწმუნოებრივ მრწამსს, ისმოდა , როგორც საგალობელნი ასევე ამ დღისადმი მიძღვნილი სიმბოლური სამადლობელი“, - გვიყვებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203