ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
01-02-2023
ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში, აქტიურად იმართება სხვადსხვა შემეცნებითი, ინფორმაციული თუ სპორტული ხასიათის ღონისძიებები, მათ შორის აღსანიშნავია ინტელექტუალური თამაში, რომელშიც მე-11 და მე-12 კლასელები მონაწილეობდნენ.

ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“, 28 დეკემბერს გაიმართა. როგორც სკოლში გვიყვებიან, თამაში მეტად საინტერესოდ წარიმართა, შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებს საჩუქრები და სერტიფიკატები გადაეცათ.

თამაშის შუალედში, შესვენების დროს მეთორმეტე კლასმა წარმოდგენა - „ახალი წელი მოიპარეს“ მოაწყო, რომელმაც ძალიან გაახალისა დამსწრე საზოგადოება.

ინტელექტუალურ თამაშს ორგანიზება გაუწიეს პედაგოგებმა - ლეილი ავაქიანმა, ნინო მაცუკატოვმა და ჟანა ხაჩატურიანმა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203