„კონფლიქტების მოგვარების სტრატეგიები“ - ხონის N2 სკოლის მოსწავლეებმა, პროექტის ფარგლებში, მშობლებთან ფოკუსშეხვედრა გამართეს
01-02-2023
აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში მიმდინარე პროექტის -„მოზარდობის ასაკის გამოწვევები“ ფარგლებში, მშობლებთან ფოკუსშეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრის თემა გახლდათ - „კონფლიქტების მოგვარების სტრატეგიები“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრის მონაწილეებმა განსაზღვრეს თუ რა იციან მოზარდობის ასაკის გამოწვევების შესახებ.

შეხვედრაზე ასევე საინტერესო თამაში - „მითია თუ რეალობა“, ითამაშეს.

თამაშში წარმოდგენილი კითხვები გახლდათ:

1. კონფლიქტს მხოლოდ უარყოფითი მხარეები აქვს?
2. კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრა ადამიანის სიძლერეა?
3. ყველა ბავშვი მეტნაკლებად კონფლიქტურია?
4. ახლანდელი თაობა უფროა მიდრეკილი კონფლიქტური სიტუაციებისადმი, ვიდრე წინა თაობა?
5. კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვა თავად ბავშვებს შეუძლიათ დამოუკიდებლად?

შეხვედრის ბოლოს ზევით ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა.

სკოლის ადმინისტრაცია მშობლებს აქტიურობისთვის მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203