ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, პროექტის ფარგლებში, საგანმანათლებლო, გასვლითი ტური მოეწყო
01-02-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში საგანმანათლებლო პროექტები აქტიურად ხორციელდება.

28 იანვარს, სკოლაში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ესთეტიკის კათედრებმა განახორციელეს ერთობლივი სასწავლო პროექტის - „გეომეტრიული ფიგურები არქიტექტურასა და ხელოვნებაში“, მეოთხე ეტაპი. 

პროექტის ფარგლებში, ბავშვები იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს მამათა მონასტერში, ჯიხეთის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დედათა მონასტერში, იანეულის  წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში და მთავარანგელოზის სახელობის  ერკეთის დედათა მონასტერში იმყოფებოდნენ.

ბავშვები სიანტერესო ინფორმაციას გაეცნენ და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის და საჭირო ცოდნისა და ინფორმაციის მიღებისთვის აუცილებელია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203