საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში საინტერესო კონკურსი ჩატარდა
01-02-2023
ბოლნისის, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში, არაერთი აქტივობა ტარდება სასკოლო საზოგადოებაში კითხვის კულტურის დანერგვის მიზნით, მათ შორის აღსანიშნავია კონკურსი - „წიგნიერი“.
სკოლაში აქტიურად ფუნქციონირებს წიგნის კლუბი, რომელმაც კონკურსის „წიგნიერის“ პირველი ტური ჩატარა. კონკურსში აქტიურად ჩაერთნენ მოსწავლეები.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს უბიძგებს გაეცნონ სხვადსხვა სახის ლიტერატურას და აიმაღლონ წიგნიერების დონე.