წნორის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საგნობრივ ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
01-02-2023

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, როგორც ფორმალური ისე არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურად არიან ჩართულნი, მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსებში და დამსახურებული წარმატებაც აქვთ. 

ამჯერად, წნორის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები „კინგსის“ ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

წარმატების დამადასტურებელი დიპლომები მე-4 კლასელ მათე კუტიბაშვილს (ოქრო), მე-5 კლასელებს: ანა სიფრაშვილს(ოქრო) და ელენე კუტიბაშვილს (ვერცხლი) და მე-7 კლასელ თენგო ჩულაშვილს (ვერცხლი) მიენიჭათ. 

დიპლომები და მედლები მოსწავლეებს სკოლის დირექციამ საზემოდ გადასცა. 

„სკოლაში მოსწავლეთა მიღწევებით ამაყობენ და კვლავაც დიდ წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203