ალპანის საჯარო სკოლაში „ტანგრამის კვირეული“ წარმატებით დასრულდა
01-02-2023

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლაში მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო და სახალისო აქტივობებს სთავაზობენ.

„ტანგრამის კვირეული“, რომელიც სკოლაში მოეწყო და რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს დასრულდა. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, „ოსტატობის შვიდმა ტაბლეტმა“  შემაჯამებელი აქტივობის შედეგიც დადო.

მეექვსე კლასის მოსწავლეებმა გეომეტრიული ფიგურებისგან სახლი, თევზი ობობა, რობოტი, სანთელი და კიდევ უამრავი ნიმუში შექმნეს. მათ მათემატიკისა და კომპიუტერის ცოდნის დემონსტრირება შეძლეს, რომელთა მეშვეობითაც ეს ნამუშევრები კლასის წინაშე წარმოადგინეს.

პროექტის მთავარ მიზანს „გააკეთე საკუთარი ხელით“,  ყურადღების წარმოსახვისა და ლოგიკური აზროვნების გააქტიურებით ბავშვემა მიაღწიეს.

„მადლობა, ქალბატონ მაია ჩაჩხიანს, ქაოსის სიმბოლური ფორმებით და მათემატიკის მასწავლებელთა ჩართულობით, მოსწავლეთა მოტივაცია აამაღლა და ლამაზი გარემო მოაწყო, მოსწავლეებს წინსვლას და წარმატებებს ვუსურვებ“, - აღნიშნა სკოლის წამრომადგენელმა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203