„ეროვნული იდენტობისა და ევროპული მუსიკალური აზროვნების საკითხები ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებაში“ - ხონის N2 სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
01-02-2023

აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში, არაერთი საინტერესო და შემეცნებითი ხასიათის პროექტი ხორციელდება, მათ შორის აღსანიშნავია, Xკლასის მოსწავლეების პროექტი - „ეროვნული იდენტობისა და ევროპული მუსიკალური აზროვნების საკითხები ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებაში“.

მოსწავლეებმა პროექტის დასასრულს შემაჯამებელი პრეზენტაცია წარმოდგინეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტზე მოსწავლეები მუშაობდნენ ჯგუფებად, მოიძიეს საინტერესო ინფორმაცია,  გამოკვეთეს პრობლემა, ჩაატარეს კვლევა, ასევე ზაქარია ფალიაშვილის სახლმუზეუმში გასვლითი გაკვეთილი მოაწყვეს.

მოსწავლეებმა საბოლოო ვერსიები და დასკვნები წარმოადგინეს პრეზენტაციების სახით. მოამზადეს საინფორმაციო სახის პოსტერები და ბუკლეტები.

ბუკლეტში მოსწავლეებმა ისაუბრეს ეროვნული იდენტობისა და ევროპული მუსიკალური აზროვნების საკითხებზე, ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებაში, თავად დიდი კომპოზიტორი ამბობს: „მე კომპოზიტორი არ ვარ. კომპოზიტორი ქართველი ერია, რომელმაც შექმნა უნიკალური მარგალიტები. მე ისინი ევროპულ ენაზე გავამუსიკე“. მოსწავლეები ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედების შესაფასებლად დიმიტრი არაყიშვილს დაესესხნენ: „ოპერა „აბესალომი და ეთერი“ - სარკმელი ევროპისკენ! დღესასწაული ნამდვილი ხელოვნებისა! დღესასწაული კულტურული გამარჯვებისა! სარკმელი ევროპისკენ!“

„დიდი მადლობა თითოეულ მათგანს გაწეული შრომისთვის და აქტიურობისთვის. მუსიკის საგნისადმი გამოჩენილი სიყვარულისთვის“,-  აღნიშნავს მუსიკის მასწავლებელი ფიქრია სულაბერიძე.

იხილეთ ფოტოები და ბუკლეტი:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203